სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის
დეკანის ბრძანება
სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის №133/02-01, 28.05.2025 ბრძანებით დამტკიცებული სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა (ბაკალავრიატი-მაგისტრატურა/ ერთსაფეხურიანი სამედიცინო) საუნივერსიტეტო დაფინანსების კანდიდატის შერჩევის წესის დამტკიცების შესახებ“ უნივერსიტეტის რექტორის 2018 წლის 7 თებერვლის N28/01-01 ბრძანების მე-3 პუნქტისა და საფინანსო დეპარტამენტის უფროსის მოადგილის 2025 წლის 27 მაისის N12678/10 კორესპონდენციის საფუძველზე.
ვბრძანებ:
1. 2024-2025 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის საუნივერსიტეტო დაფინანსებიდან (ბაკალავრიატი- მაგისტრატურა/ერთსაფეხურიანი სამედიცინო) უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ბრძანებით (№133/02-01, 28.05.2025) მედიცინის ფაკულტეტისათვის გამოყოფილი თანხა (34 026 ლარი) გაიცეს ამავე ფაკულტეტის მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტთა სწავლის საფასურის დაფინანსებისათვის;
2. საუნივერსიტეტო დაფინანსებისთვის კანდიდატთა შერჩევა განხორციელდეს წინა სემესტრში სტუდენტთა აკადემიური მოსწრების საფუძველზე;
3. დაფინანსება არ შეეხება სახელმწიფო სამაგისტრო გრანტის, ან სახელმწიფოს მხრიდან ნებისმიერი სხვა სახის სრული დაფინანსების მქონე მაგისტრანტებს.
4. ფაკულტეტის სასწავლო პროცესის მართვის სასწავლო პროცესისი მართვის სამსახურმა უზრუნველყოს დაინტერესებულ პირთათვის ბრძანების გაცნობა და თვალსაჩინო ადგილზე განთავსება.
5. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.
მაია ბიწკინაშვილი
დეკანი
მედიცინის ფაკულტეტი